ერთ-ერთ საიტზე გავეცანი პოსტს: ,, მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი’’ და გადავწყვიტე, რომ თქვენთვისაც შემომეთავაზებინა. პოსტში გაეცნობით ინფორმაციასა და ფოტო მასალასაც. ჩემთვის ძალიან კარგი და სინტერესო პოსტია და იმედია, რომ თქვენც მოგეწონაებათ. კარგი იქნება თუ თქვენს მოსაზრებას დააფიქსირებთ კომენტარების სახით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
მსოფლიოს უამრავი ქვეყანა დაიკვეხნის სხვადასხვა საკურორტო ზონებითა და იქ არსებული მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურით. ერთ–ერთი ასეთი ჩილე გახლავთ, სადაც კურორტ სან ალფონსო დელ მარზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი, რომლის სიგრძე 1013 მეტრს შეადგენს.აუზის ფართობი, არც მეტი, არც ნაკლები 8 ჰექტარია და მასში 250 მილიონი ლიტრი წყალი ჩადის, იმდენი, რამდენიც 6000 ჩვეულებრივი აუზის გასავსებადაა საჭირო. ოფიციალურად აღნიშნული აუზი გინესის რეკორდების წიგნში 2006 წელს შეიყვანეს, 5 წლიანი სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ.