ახალგაზრდა განმანათლებელი

თიკო კობერიძის ბლოგი

  • ჩემს შესახებ

12 რჩევა-როგორ დავზოგოთ ფული სუპერმარკეტში

Posted by თიკო კობერიძე on June 21, 2014
Posted in: Uncategorized. 1 Comment

2325b31b39f5fcf5fcb588140ed7903c

ხშირად ხდება, მაღაზიაში გათვალისწინებულზე მეტს ხარჯავთ, ან სახლში მოსული აღმოაჩენთ, რომ ბევრი არასაჭირო პროდუქტი გიყიდიათ. სუპერმარკეტები უამრავ პატარა, მყიდველისთვის შეუმჩნეველ ხრიკს მიმართავენ, რათა რაც შეიძლება მეტი ფული დაატოვებინონ სალაროსთან: ინტერიერში იყენებენ მკვეთრ ფერებს, საკონდიტრო ნაწარმის და პურ-ფუნთუშეულის დახლებს ვანილის არომატით ავსებენ , რაც მადას აღძრავს და ყიდვის დაუოკებელ სურვილს აჩენს. ასეთი წვრილმანები ბევრია, მაგრამ არსებობს მარტივი წესებიც, რომლებიც ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

1. არასოდეს წახვიდეთ სუპერმარკეტში მშიერი. როგორც წესი, შიმშილის განცდის დროს იმაზე მეტ პროდუქტს ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ. მაშ შორის შეიძლება იყოს ისეთიც, რომლის ყიდვა საერთოდ არ გინდოდათ.

2. აუცილებლად იქონიეთ საყიდელი პროდუქტების სია, სუპერმარკეტში კი წადით პირდაპირ შესაბამისი სექციებისკენ და ნუ დაიწყებთ ყველაფრის თვალიერებას რაიმე საინტერესოს პოვნის მიზნით. დიდი შანსია სრულიად არასაჭირო ნივთები აღმოჩნდეს თქვენს კალათში.

3. ნუ აიღებთ ყველაზე დიდ ურიკას. სუპერმარკეტები ზრდიან და ზრდიან ურიკების ზომებს, რადგან კვლევების თანახმად, დიდი ზომის ურიკა მყიდველს ქვეცნობიერად აიძულებს მეტი და მეტი პროდუქტი შეიძინოს.

4. ნუ მოგერიდებათ კალათიდან ნივთის უკან ამოღება, თუნდაც უკვე სალაროსთან იდგეთ. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ის ნამდვილად გჭირდებათ, დააბრუნეთ უკან.

5. გაიყოლეთ ყურსასმენები და უსმინეთ მხიარულ, ოპტიმისტურ მუსიკას. სუპერმარკეტებში ხშირად ნელი, მელანქოლიური მუსიკაა ჩართული, რაც მყიდველებზე მოქმედებს: ისინი უფრო ნელა მოძრაობენ, დიდხანს ჩერდებიან დახლებთან და საბოლოოდ 29%-ით მეტს ხარჯავენ.

6. ყოველთვის კარგად გადაამოწმეთ ფასდაკლებული პროდუქტი: შესაძლოა სულ მალე ვადა გასდის და ვერ მოასწრებთ გამოყენებას, ან ერთი რომელიმე ზომის/წონის პროდუქტია ფასდაკლებული, თქვენ კი შესაძლოა მეორეს ყიდულობთ.

7. დახლის წინა რიგში ის პროდუქტები დევს, რომელსაც უფრო მალე გასდის ვადა. ახალი პროდუქტები მათ უკანა რიგში მოიძიეთ.

8. ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ზომის შეფუთვით შესაძლოა განსხვავებული ფასი ღირდეს. მაგალითად თუ იყიდით 500 გრამიან კარაქს, დაგიჯდებათ უფრო ნაკლები, ვიდრე 2 ცალი 250 გრამიანი. გამოიყენეთ მარტივი მათემატიკური უნარები და შეადარეთ.

9. შეიძინეთ მხოლოდ სეზონური ხილ-ბოსტნეული. უფრო იაფიცაა და უფრო ჯანსაღიც.

10. შეარჩიეთ ჯანსაღი საკვები. ძეხვეულის ნაცვლად იყიდეთ ხორცი, მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებს, გაზიან სასმელებს, რომელთაც არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია და მხოლოდ უსარგებლო კალორიები მოაქვს.

11. მოერიდეთ სუპერმარკეტში ბავშვებთან ერთად სიარულს. ათასგავარი უხარისხო და უსარგებლო პროდუქტი თვალწარმტაცი შეფუთვებით სწორედ ბავშვის თვალის გასწვრივაა განთავსებული თაროზე. მათ გულისგამაწვრილებელ “მიყიდე, მიყიდე”-ს ძახილს კი ბევრი მშობელი ვერ უძლებს

12. ოდესმე გიფიქრიათ რა განსხვავებაა პროდუქტის ვარგისინობის თარიღთან მიწერილ ფრაზებს best before და until შორის? პირველ მათგანს საკვების უსაფრთხოებასთან კავშირი ნაკლებად აქვს. ის მხოლოდ მწარმოებლის რეკომენდაციას აღნიშნავს პროდუქტის ოპტიმალურ ხარისხთან დაკავშირებით. პროდუქტის გამოყენება შეიძლება ვადის შემდეგაც, თუ კი დაცულია მისი შენახვის პირობები და საღია. ასეთი შეიძლება იყოს არა მალფუჭებადი პროდუქტი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ. გაითვალისწინეთ სანამ გადაყრას და ახლის ყიდვას დააპირებთ. თუმცა, ბუნებრივია, ეს ვადა უსასრულო არ არის და თვეობით შენახვა არასასურველია

წყარო:1)http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=315%3A10-rcheva-rogor-davzogoth-fuli-supermarketshi&catid=30%3Ablogi&Itemid=233

“სიმდიდრე არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენი გაქვს, არამედ იმით თუ რამდენს გასცემ”

Posted by თიკო კობერიძე on June 18, 2014
Posted in: Uncategorized. 2 Comments

“სიმდიდრე არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენი გაქვს, არამედ იმით თუ რამდენს გასცემ და როდესაც გასცემ უფრო ბედნიერი ხარ..” ეს არის გაკვეთილი, რომელიც ამ არაჩვეულებრივი ვიდეოს მთავარმა გმირმა ისწავლა მამისგან, თუმცა მისდა სამწუხაროდ, ძალიან გვიან..

წყარო:1)http://www.4motivi.com/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94/

წყარო:2)http://www.youtube.com/watch?v=1DUYlHZsZfc#t=417

სიმართლე მარცხის შესახებ

Posted by თიკო კობერიძე on June 18, 2014
Posted in: Uncategorized. Leave a comment

fear-of-failure-450x250
მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ დამარცხდით, არამედ ნიშნავს იმას , რომ ჯერ არ მიგიღწევიათ წარმატებისათვის.

მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს მიაღწიეთ, არამედ ნიშნავს იმას,რომ თქვენ უკვე ისწავლეთ რაღაც…

მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ სულელი იყავით, არამედ ნიშნავს იმას, რომ გჯეროდათ იმის, რასაც აკეთებდით…

მარცხი თქვენი სირცხვილი კი არაა, არამედ გამოხატულებაა იმისა, რომ გსურდათ გეცადათ…

მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა უნდა შეწყვიტოთ, არამედ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა სხვა გზა სცადოთ და იშრომოთ უფრო ჭკვიანურად…

მარცხი არ ნიშნავს იმას,რომ რაიმეთი ვინმეზე ნაკლები ხართ, არამედ ნიშნავს იმას, რომ სრულყოფილი არ ხართ…

მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცხოვრება ფუჭად დაკარგულია,არამედ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა რაღაც შეცვალოთ მასში.

მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევთ, არამედ ნიშნავს იმას, რომ ამის გაკეთებას ცოტა მეტი დრო დასჭირდება..

მარცხი არ ნიშნავს იმას , რომ ღმერთმა მიგატოვათ, არამედ ნიშნავს იმას, რომ მას უკეთესი გეგმა აქვს თქვენთვის…

წყარო:1)http://www.4motivi.com/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/

აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისუელი გამონათქვამები

Posted by თიკო კობერიძე on June 11, 2014
Posted in: Uncategorized. 1 Comment

abraham-lincoln-2-460x250

1. უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია.

2. ყველას სურს ხანგრძლივად იცხოვროს, მაგრამ არავის უნდა იყოს მოხუცი.

3. როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?

4. დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე.

5. მიყვარს იმ კაცის ნახვა ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც, როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით.

6. ცხოვრების ბოლოს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ იმას, თუ როგორ იცხოვრე ამ განვლილ წლებში.

7. თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, ძალაუფლება უნდა მისცე.

8. ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება.

9. ხასიათი ხეს გავს, რეპუტაცია კი მის ჩრდილს. ჩვენ ვზრუნავთ ჩრდილზე, სინამდვილეში კი ხეს უნდა მივხედოთ.

10. ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს.

11. შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.

12. მე არ ვდარდობ იმაზე ღმერთი ჩემს გვერდითაა, თუ არა. ჩემი უმთავრესი საზრუნავია ღვთის გვერდით ვიყო, რადგან ის ყოველთვის მართალია.

13. ადამიანები, რომლებიც სხვის თავისუფლებას უარყოფენ, თავად არ იმსახურებენ თავისუფლებას.

14. ისინი ვინც ადამიანებში ცუდს ეძებენ, აუცილებლად იპოვნიან.

15. ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია ისე, როგორც გადაწყვეტს, რომ ბედნიერი იყოს.

წყარო:1)http://www.4motivi.com/აბრაამ-ლინკოლნის-ცხოვრებ/

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

Posted by თიკო კობერიძე on June 1, 2014
Posted in: Uncategorized. 1 Comment

109708

ზაფხულის პირველ დღეს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე (International Children’s Day).
ბავშვთა საერთაშორისო დღე ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.
403555_312179435532728_1210538182_n_large
1950 წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.
kids

 

წყარო:1)http://news.ge/ge/news/story/56331-ivnisi-bavshvta-datsvis-saertashoriso-dghea

წყარო:2)https://www.google.ge/search?q=1+%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&rlz=1C1CHMO_ruGE590GE590&espv=2&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=MheLU7P5FKWL7Aa2roCQBw&ved=0CEUQsAQ&biw=1040&bih=768#q=1+%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94&tbm=isch&facrc=_&imgdii=_&imgrc=K6YqvMxyAm7OBM%253A%3BoCF5UdlSX09ebM%3Bhttp%253A%252F%252Fdata.whicdn.com%252Fimages%252F29627159%252F403555_312179435532728_1210538182_n_large.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fgogona.ge%252Fes_sainteresoa%252F28276-1-bbbbbb-bbbbebbb-bbbyebbb-bbbbbbbebbbbb-bbbb.html%3B500%3B296

პროფესორისა და სტუდენტი აინშტაინის დიალოგი

Posted by თიკო კობერიძე on May 28, 2014
Posted in: Uncategorized. 3 Comments

news_26524

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა, უნივერსიტეტში ერთ-ერთ სტუდენტს დაუსვა შეკითხვა:
პროფესორი: -ღმერთი კარგია?
სტუდენტი: -კი.
პროფესორი:-ეშმაკი კარგია?
სტუდენტი: -არა.
პროფესორი: -მართალია. მითხარი ერთი შვილო, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:-კი.
პროფესორი:-ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? ყველაფერი ღმერთმა შექმნა, მეთანხმები?
სტუდენტი:-კი.
პროფესორი: -ესეიგი ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: ……
პროფესორი: -ჩვენს პლანეტაზე არის გაჭირვება, ავადმყოფობა, ბოროტება, ხომ მართალია?
სტუდენტი: -კი, ბატონო. პროფესორი:
-ვინ შექმნა ეს ყველაფერი?
სტუდენტი: …..
პროფესორი: -მეცნიერება გვიმტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა სამყაროს აღსაქმელად. მითხარი შვილოგინახავს ღმერთი?
სტუდენტი: -არა.
პროფესორი: -გვითხარი, ღმერთის ხმა გაგიგია?
სტუდენტი: -არა ბატონო.
პროფესორი: -შეხებიხარ ოდესმე ღმერთს? გემო გაგისინჯავს?
სტუდენტი: – სამწუხაროდ არა ბატონო.
პროფესორი: – ამ ყველაფრის მიუხედავად გჯერა ღმერთის?
სტუდენტი: – კი. პროფესორი:
– ამ ყველაფრისგან გამომდინარე მეცნიერება გვეუბნება, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია შვილო ამისსაწინააღმდეგო თქვა რამე?
სტუდენტი: – არა ბატონო. მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია.
პროფესორი: – ზუსტადაც. რწმენა – ეს მთავარი პრობლემაა მეცნიერებისათვის.
სტუდენტი: -პროფესორო, სიცივე არსებობს?
პროფესორი: – რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ არასდროს შეგცივებია?
(აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს, ახალგაზრდის შეკითხვაზე ჩაეცინათ)
სტუდენტი: – სინამდვილეში ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონის თანახმად, ჩვენ ვთვლით სიცივედიმას, რაც გამოწვეულია სითბოს არყოფნით. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა იმის გამოსახატავად, რასაც ვგრძნობთსითბოს არყოფნით.
(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა)
სტუდენტი: -პროფესორო, სიბნელე არსებობს?
პროფესორი: -რა თქმა უნდა არსებობს, მაშ რა არის ღამე თუ არა სიბნელე.
სტუდენტი: – თქვენ კვლავ ცდებით ბატონო. სიბნელე არ არსებობს. სიბნელე სინამდვილეში ეს არის სინათლისარყოფნა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, სიბნელე კი ვერა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონისპრიზმა და თეთრი სინათლისგან მივიღოთ სხვადასხვა ფერის სინაათლეები, გავზომოთ თითოეული სინათლისფერის ტალღის სიგრძე. სიბნელეს ვერ გავზომავთ, პატარა სხივსაც კი შეუძლია შეაღწიოს ბნელ სივრცეში დაგაანათოს ის. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენად ბნელია ნებისმიერი სივრცე? სიბნელე ეს არის ისსიტყვა, რომელსაც ვიყენებთ იმ მოვლენის გამოსახატავად, რაც გამოწვეულია სინათლის არყოფნით. ახლა კიმითხარით ბატონო, სიკვდილი არსებობს?
პროფესორი: -რა თქმა უნდა. არის სიცოცხლე და მისი მეორე მხარე – სიკვდილი.
სტუდენტი: -ამჯერადაც ცდებით ბატონო. სიკვდილი, სიცოცხლის მეორე მხარე არაა, ეს მისი არყოფნაა. თქვენსამეცნიერო თეორიებს სერიოზული ბზარი უჩნდება ბატონო.
პროფესორი: -საითკენ მიგყავს საუბარი ახალგაზრდავ?
სტუდენტი: -პროფესორო, თქვენ გვასწავლით, რომ მაიმუნების შთამომავლები ვართ. საკუთარი თვალებითაკვირდებოდით ევოლუციას?

(პროფესორმა ღიმილით თავი გააქნია და მიხვდა, თუ საითკენ მიდის საუბარი)

სტუდენტი: -არავის არ უნახავს ეს პროცესი, ესეიგი თქვენ მოძღვარი უფრო ხართ, ვიდრე მეცნიერი.
(აუდიტორიაში სიცილი ატყდა)
სტუდენტი: -ეხლა კი მითხარით, აუდიტორიაში არის ისეთი ვინმე ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? გაუგონია?შეხებია? უყნოსია?
(სტუდენტებმა გააგრძელეს სიცილი)
სტუდენტი: -როგორც ჩანს არავინ. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო თეორიებზე დაყრდნობით შეგვიძლიავთქვათ, რომ პროფესორს ტვინი არ აქვს. თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად პროფესორო, როგორშეგვიძლია დავიჯეროთ ლექციაზე ნათქვამი თქვენი თითოეული სიტყვა?
პროფესორი: -ვფიქრობ თქვენ მხოლოდ უნდა დამერწმუნოთ.
სტუდენტი: -სწორედაც. ღმერთსა და ადამიანს შორის არის ერთადერთი კავშირი – “რწმენა”.

პროფესორი დაჯდა. ამ სტუდენტს ერქვა აინშტაინი.

წყარო:1)http://reportiori.ge/?menuid=48&id=26524

 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

Posted by თიკო კობერიძე on May 26, 2014
Posted in: Uncategorized. 1 Comment

2a0097a58396

1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს სამეფოს გაუქმებას ნიშნავდა. გენერალმა კნორინგმა ქართველ ხალხს ჯარით გარშემორტყმულ სიონში წაუკითხა იმპერატორის განაჩენი. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნე მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლის ხელში გადადიოდა.
იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.
ქართველები უდრტვინველად არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. ქართველებმა დროებით ჩააგეს ხმლები და, წარსულის სევდით განმსჭვალულებმა, მწერლობაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ასე დაიწყო საქართველოში რომანტიზმის ხანა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა.
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, – ლელთ ღუნიას ეს სიტყვები მთავარ იდეად გასდევდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ აზროვნებას. „ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის წარსულს ივიწყებს“, ამიტომაც თერგდალეულები ყოველნაირად ცდილობდნენ ეროვნული სულის გაღვივებას, თითქოს მომავალი დამოუიკიდებლობისთვის ამზადებდნენ ქვეყანას. შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამოუშვეს ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღადგინეს ქართული თეატრი, დააფუძნეს ქართული სათავადაზნაურო ბანკი. 1905 წლიდან კი უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.
ისევე, როგორც ყველა სხვა იმპერიამ, მეფის რუსეთმაც ამოწურა თავისი ძალები. სახელმწიფოს შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობები 1917 წლის რევოლუციაში გადაიზარდა და საბოლოოდ დაასამარა რომანოვთა სამასწლიანი დინასტია. რუსეთს კავკასიისთვის აღარ ეცალა. საქართველოს ბედის შესაცვლელად ხელსაყრელი დრო დადგა. პირველმა ეს შესაძლებლობა ქართულმა ეკლესიამ გამოიყენა. 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები – მენშევიკები, რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა პოსტი ეკავათ. რევოლუციურ პეტერბურგთან შედარებით თბილისი ოაზისს ჰგავდა, მაგრამ პრობლემებმა აქაც მალე იჩინა თავი. რუსეთის ახალ ხელისუფლებას აღარ სურდა გერმანიასა და თურქეთთან ომის გაგრძელება. კავკასიის ფრონტი დაიშალა, საქართველოს კი თავისი არც ხელისუფლება ჰყავდა და არც არმია, თავი რომ დაეცვა.
მენშევიკებმა 1918 წელს მოიწვიეს სეიმი, რომელსაც ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის მართვა უნდა ედო თავს. სეიმმა გამოაცხადა, რომ ამიერკავკასია რუსეთს გამოეყო. მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა „საჩუქარი“ მოუმზადა თავისუფლების გზაზე შემდგარ ქვეყნებს. საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში დადო ზავი, რომლითაც ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებს გერმანიის მოკავშირე თურქებს უთმობდა.
თურქებთან მოსალაპარაკებლად ბათუმში ახალშექმნილი სეიმის მრავალეროვანი დელეგაცია ჩავიდა. მოლაპარაკება, რაღა თქმა უნდა, უშედეგო აღმოჩნდა. თავი იჩინა ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობამაც: თუ საქართველო და სომხეთი ვერ ეგუებოდნენ თავიანთი მიწა-წყლის დაკარგვას, აზერბაიჯანი ერთმორწმუნე თურქეთთან წინააღმდეგობას არ აპირებდა.
როცა საკითხის მოგვარების ყველა იმედი ამოიწურა, ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის ერთადერთი გზა – დამოუკიდებლობა. საქართველო არ ცნობდა ბერსტ-ლიტოვსკის ზავს და გერმანიის მოკავშირე გახდებოდა, ხოლო გერმანიის მეორე მოკავშირე, თურქეთი, იძულებული იქნებოდა, შეგუებოდა ვითარებას.
სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური პროგრამა ეროვნული იდეალებისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის ექვსმა თვემ მათ ცხადად დაანახა, რომ არავითარი ზოგადსაკაცობრიო იდეა არ იდგა მამულიშვილურ ვალზე მაღლა.
აი, რას წერდა მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზ. ავალიშვილი: „ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის… აი, დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა!..“
და 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა უამრავი მამულიშვილი:
„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.

73c02016b8f2

images

წყარო:1)http://ucnauri.com/221417/26-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3/

 

წყარო:2)https://www.google.ge/search?q=26+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&rlz=1C1CHMO_ruGE589GE589&es_sm=93&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=7_mCU-i1MtPK0AWI6YG4Dw&ved=0CAgQ_AUoAQ&biw=1040&bih=768#facrc=_&imgdii=_&imgrc=iKXNu5LHaz295M%253A%3BCq7VR6buJKpcrM%3Bhttp%253A%252F%252Fkharagauli.ucoz.com%252F_tbkp%252FSaqartvelo.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fkharagauli.ucoz.com%252Fnews%252F26_maisi_sakartvelos_damouk_39_ideblobis_aghdgenis_dghe%252F2012-05-26-202%3B400%3B225

 

ლინკოლნის წერილი მასწავლებელს

Posted by თიკო კობერიძე on May 25, 2014
Posted in: Uncategorized. 5 Comments

Abraham-Lincoln-320x250

ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.
“ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა, რომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენა, სიყვარული და მხნეობა.
ძვირფასო მასწავლებელო,
მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადის უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა.
ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. გაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ, გულწრფელი ღიმილი.
ასწავლეთ, წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ – ისწავლოს დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.
ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.
ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა… და ამასთან ერთად კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა.
ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათ. ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია – ჩემი საყვარელი შვილი!”

წყარო:1)http://www.4motivi.com/ლინკოლნის-წერილი-მასწავლ/

სიმონ ათონელის ბრძნული პასუხები

Posted by თიკო კობერიძე on May 23, 2014
Posted in: Uncategorized. 7 Comments

news_25228
1. ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი? – ტანჯვა
2. ვინ არის ცუდი მასწავლებელი? – განცხრომა
3. რისი უნარია ყველაზე იშვიათი? – გაცემის.
4. რისი უნარია ყველაზე უკეთესი? – პატიების.
5. რა არის ყველაზე ძნელი? – დუმილი.
6. რისი უნარია ყველაზე მნიშვნელოვანი? – შეკითხვის.
7. რისი უნარია ყველაზე საჭირო? – მოსმენის.
8. რომელია ყველაზე საშიში ბრძოლა? – ფანატიკური.
9. რომელი თვისებაა ყველაზე საზიანო? – ლაყბობა.
10. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? – ვინც ჭეშმარიტება შეიცნო.
11. რომელი ადამიანია ყველაზე უღონო? – ვისაც თავი ყველაზე ძლიერი ჰგონია.
12. რომელი ადამიანია ყველაზე გონიერი? – ვინც გულისთქმას მიჰყვება.
13. რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში? – საკუთარი სხეულით ტკბობა.
14. რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? – ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.
15. რომელი ადამიანია ღმერთთან ყველაზე ახლოს? – გულკეთილი.
16. რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? – სხვებზე გამარჯვებული.
17. რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? – საკუთარის თავის დამმარცხებელი.
18. რა დავუპირისპიროთ უბედურებას? – სიხარული.
19. რითი ვძლიოთ ტანჯვას? – მოთმინებით.
20. ჯანმრთელ სულს რა გამოარჩევს? – რწმენა.
21. რა არის ავადმყოფი სულის მანიშნებელი? – უიმედობა.
22. რა მახასიათებელი აქვს არასწორ ქმედებას? – გაღიზიანება.
23. რა მახასიათებელი აქვს კეთილ ქმედებას? – სიმშვიდე.
წყარო:1)http://reportiori.ge/?menuid=67&id=25228&lang=1

ჩემი დღევანდელი დღე

Posted by თიკო კობერიძე on May 23, 2014
Posted in: Uncategorized. 3 Comments

happy_day-480x250

დილით ადრე გავიღვიძე, მშვენიერ განწყობაზე ვარ და მსურს პროდუქტიულად გავატარო მთელი დღე. მჯერა, მნიშვნელოვანი და ღირებული ადამიანი ვარ და ვიცი მე ვირჩევ, როგორი იქნება ჩემი დღევანდელი დღე:
დღეს მე შემიძლია დავიჩივლო, რომ სუსხიანი ამინდია, ან შემიძლია შევიგრძნო მისი გამორჩეულობა და სილამაზე.
დღეს შემიძლია სევდიან განწყობაზე ვიყო, რადგან საკმარისი ფული არ მაქვს, ან შემიძლია დავფიქრდე და მიხვდე, რომ მაქვს საკმარისი მოტივაცია და მიზეზი, რათა ჩემი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა გავიუმჯობესო.
დღეს შემიძლია ჩემს ჯანრმთელობაზე ვიწუწუნო, ან მიხაროდეს რომ დღევანდელი დღე ისევ დადგა.
დღეს მე შემიძლია დავიჩივლო, რომ ჩემმა მშობლებმა ფუფუნებაში ვერ აღმზარდეს, ან შემიძლია მადლობა ვუთხრა მათ, რომ გამაჩინეს.
დღეს მე შემიძლია მეგობრების ნაკლებობა დავიჩივლო, ან შემიძლია დავაფასო ის ცოტანი, ვინც მყავს და ვეძებო ახალი მეგობრები.
დღეს მე შემიძლია ვიწუწუნო,რომ სამსახურში ვარ წასასვლელი ან შემიძლია სიხარულისაგან ყვირილი დავიწყო, რადგან სამუშაო მაქვს, როცა ამდენი ადამიანი დაუსაქმებელია.
დღეს მე შემიძლია დავიჩივლო, რომ სკოლაში ადრიანად ვარ წასასვლელი, ან შემიძლია გავიღიმო და ვთქვა: “დღეს უამრავი ახალი რამ შემიძლია ვისწავლო”.
დღეს შემიძლია ცუდ გუნებაზე ვიყო , რადგან სახლი მაქვს დასალაგებელი, ან შემიძლია ბედნიერი ვიყო, რადგან სახლკარი მაქვს, როცა ქვეყნად ამდენი უსახლკაროა.
აი, დღევანდელი დღეც დადგა და იგი ჩემს გადაწყვეტილებას ელოდება. მე ვარ ჩემი ყოველი დღის არქიტექტორი და მე ვირჩევ, როგორი იქნება ჩემი დღევანდელი დღე !

წყარო:1)http://www.4motivi.com/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94/

Posts navigation

← Older Entries
  • ძიება

  • ბლოგის სტატისტიკა

    • 31,557 hits
  • პოსტები

    • 12 რჩევა-როგორ დავზოგოთ ფული სუპერმარკეტში
    • “სიმდიდრე არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენი გაქვს, არამედ იმით თუ რამდენს გასცემ”
    • სიმართლე მარცხის შესახებ
    • აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისუელი გამონათქვამები
    • 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
    • პროფესორისა და სტუდენტი აინშტაინის დიალოგი
    • 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
    • ლინკოლნის წერილი მასწავლებელს
    • სიმონ ათონელის ბრძნული პასუხები
    • ჩემი დღევანდელი დღე
    • სინგაპურის ეკონომიკური განვითარება
    • რომელი თაფლი რისთვისაა სასარგებლო?
    • აინშტაინის პასუხი სკოლის მოსწავლეს კითხვაზე: “მეცნიერები ლოცულობენ?”
    • 14 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ
    • მირზა გელოვანი
    • საოცრად ლამაზი კიბის საფეხურები
    • ვიდრე დაქორწინდებოდეთ – ანუ ლევ ტოლსტოის წერილი შვილს
    • 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
    • სიცილი ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს მეხსიერებას
    • პეტრიწონის მონასტერი
  • კალენდარი

    March 2021
    M T W T F S S
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031  
    « Jun    
  • არქივი

    • June 2014
    • May 2014
    • April 2014
    • March 2014
  • Blogs I Follow

    • ახალგაზრდა განმანათლებელი
    • დაიცავი შენი უფლებები!
    • ბუნების დამცველი
    • ლაშა ბესტავაშვილის ბლოგი :)
    • LIBERTY TEAM
    • "მოქალაქე ჟურნალისტი"
    • თიკო ბესტავაშვილის ბლოგი
    • The WordPress.com Blog
  • ბოლო კომენტარები

    keti on ვარძია – ქართული კულტურის უნიკ…
    ლია on ნოდარ დუმბაძე
    ნინო on “სიმდიდრე არ განისაზღვრება იმი…
    manoni on “სიმდიდრე არ განისაზღვრება იმი…
    manoni on 12 რჩევა-როგორ დავზოგოთ ფული…
    გოჩა on ნოდარ დუმბაძე
    mancho on აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისუელი…
    maiko on ანა კალანდაძე
    maiko on მირზა გელოვანი
    mancho on 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთა…
Create a free website or blog at WordPress.com.
ახალგაზრდა განმანათლებელი

თიკო კობერიძის ბლოგი

დაიცავი შენი უფლებები!

ბუნების დამცველი

ჩემი მიზანია ავამაღლო ცნობიერება საზოგადოებაში ბუნების დაცვის კუთხით.

ლაშა ბესტავაშვილის ბლოგი :)

ყველაფერი საინტერესო ამ ბლოგზე !

LIBERTY TEAM

რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი

"მოქალაქე ჟურნალისტი"

გაგიზიაროთ ის მოვლენები რომელიც დღის მანძილზე მნიშვნლეოვანია

თიკო ბესტავაშვილის ბლოგი

საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები ამ ბლოგზე!

The WordPress.com Blog

The latest news on WordPress.com and the WordPress community.

ახალგაზრდა განმანათლებელი
Blog at WordPress.com.
Cancel

 
Loading Comments...
Comment
    ×
    Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
    To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy